Apple MacBook Air 13.3" A2337, (2560x1600), Apple M1 , System on Chip (SoC), RAM 8GB, SSD 256GB, Apple macOS Big Sur, Space Gray, 1.29kg

რეკომენდირებული ფასი:

2 149GEL

ხელმისაწვდომია
არტიკლი: MGN63RU/A
Apple M1 ჩიპმა სრულიად შეცვალა Apple-ის ყველაზე თხელი და მსუბუქი ნოუთბუქი. ცენტრალური პროცესორი ახლა 3.5x-მდე უფრო სწრაფად მუშაობს. ხოლო გრაფიკული პროცესორი – 5x-მდე უფრო სწრაფად. Apple-ის მოწინავე Neural Engine სისტემის წყალობით კი მანქანური სწავლების სისწრაფე 9x-მდე გაიზარდა. ახალი MacBook Air-ი წინა თაობის მოდელებზე მეტხანს მუშაობს დატენვის გარეშე. და ჩუმია, რადგან ვენტილატორი არ აქვს. სიმძლავრე ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი კომპაქტური.

ეს არის Apple-ის პირველი ჩიპი, რომელიც სპეციალურად Mac-ისათვის შეიქმნა. Apple M1 ჩიპის სისტემა 16 მილიარდ ტრანზისტორს იტევს და აერთიანებს ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებს, Neural Engine სისტემას, I/O კონტროლერებს და მრავალ სხვა კომპონენტს. Appe M1 ჩიპი საშუალებას გაძლევს გამოიყენო Mac-ის უნიკალური ტექნოლოგიები, უზრუნველყოფს დაუჯერებელ პროდუქტიულობასა და უპრეცედენტო ენერგოეფექტიანობას.1 ეს უბრალოდ წინგადადგმული ნაბიჯი არ არის Mac-ისთვის — ეს შესაძლებლობების სრულიად ახალი საფეხურია.

 
ცენტრალური პროცესორი

M1 ჩიპს ყველაზე სწრაფი ცენტრალური პროცესორი აქვს Apple-ის ისტორიაში. ასეთი გამოთვლის სიჩქარისა და წარმადობის წყალობით MacBook Air-ი მარტივად უმკლავდება ყველაზე ინტენსიურ ამოცანებს, მაგალითად, ფოტოების რედაქტირებას პროფესიონალურ დონეზე და რთული გრაფიკის თამაშებს. M1 ჩიპის 8-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი არა მარტო 3.5x-მდე უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის პროცესორი,2 არამედ რაციონალურადაც ანაწილებს ამოცანებს წარმადობისა და ეფექტიანობის ბირთვებზე. ეფექტიანობის ბირთვები მარტივად უმკლავდება ყოველდღიურ საქმეებს და თან ათჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს.

 
გრაფიკული პროცესორი

მთელი დღე დატენვის გარეშე

ეფექტიანი თერმორეგულაცია

 
მანქანური სწავლება.
16-ბირთვიანი Neural Engine სისტემა. 9x-მდე უფრო სწრაფი მანქანური სწავლება.5 საოცარია.

MacBook Air-ზე აპლიკაციებს მანქანური სწავლების გამოყენება შეუძლიათ ფოტოების ავტომატური კორექციისათვის პროფესიონალურ დონეზე ან ჭკვიანი ინსტრუმენტებისა და აუდიოფილტრების უფრო ზუსტი გამოყენებისათვის. ნამდვილი კომპიუტერული გონება შენს სამსახურშია.
 
macOS Big Sur

ოპერაციული სისტემა macOS Big Sur შექმნილია Apple M1 ჩიპის პოტენციალის მაქსიმუმის გამოსავლენად. მნიშვნელოვნად განახლებული აპლიკაციები. შესანიშნავი ახალი დიზაინი. და მონაცემთა დაცვის წამყვანი ფუნქციები. ახალი ოპერაციული სისტემა – ეს არის ყველაზე მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა Apple-ის ყველაზე მოწინავე მოწყობილობისათვის.

მაღალი სიჩქარე და სწრაფი უკურეაქცია


M1 ჩიპი და macOS Big Sur მწყობრად მუშაობენ ერთად და უზრუნველყოფენ კომპიუტერის სწრაფ რეაგირებას. MacBook Air-ი მომენტალურად გამოდის ძილის რეჟიმიდან. ნაკლები დრო იხარჯება ყოველდღიურ ამოცანებზე: ფოტოები და გვერდები Safari-ში მყისიერად იტვირთება. ყველაზე მძლავრი აპლიკაციებისთვისაც კი რესურსები ყოველთვის საკმარისია.

 

აპლიკაციების ყველაზე დიდი კოლექცია


გამოიყენე სპეციალურად Apple M1 ჩიპისთვის შექმნილი აპლიკაციები. ნაცნობი აპლიკაციები ტექნოლოგია Rosetta 2-ის წყალობით იმუშავებს. და კიდევ – ახლა უკვე შეგიძლია ისარგებლო iPhone-ის და iPad-ის შენი საყვარელი აპლიკაციებით პირდაპირ macOS Big Sur-ზე. საბოლოო ჯამში, წვდომა გექნება აპლიკაციების ყველაზე ფართო არჩევანზე Mac-ის ისტორიაში.
 
გაერთიანებული მეხსიერება


უნივერსალურ ნოუთბუქს უნიკალური მეხსიერება სჭირდება.


M1 ჩიპს 16 გბ-მდე ზესწრაფი გაერთიანებული მეხსიერება აქვს, რომელიც მაღალი გამტარუნარიანობითა და მოთხოვნაზე რეაქციის მინიმალური დაყოვნებით გამოირჩევა. ამ მეხსიერების წყალობით ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები და Neural Engine სისტემა მომენტალურად იღებენ მონაცემებს და ცვლიან ერთმანეთში. ამიტომ ყველაფერი მუშაობს სწრაფად და შეუფერხებლად.
SSD საცავი
 
უსაფრთხოება


Apple M1 ჩიპი და macOS Big Sur უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის მოწინავე ფუნქციების მუშაობას MacBook Air-ზე და აუმჯობესებს სისტემური თუ პირადი მონაცემების დაცვის ხარისხს.

13.3-დუიმიან Retina დისფლეიზე 2560×1600 გაფართოებით გამოსახულება უფრო დეტალური და რეალისტურია.8 ტექსტი კიდევ უფრო მკაფიო გახდა, ხოლო ფერები – კიდევ უფრო მკვეთრი და ცოცხალი. დისფლეის შუშა კორპუსის კიდეებამდე ვრცელდება, ამიტომ არაჩვეულებრივი გამოსახულების აღქმაში ხელს არაფერი გიშლის.
გაფართოებული პალიტრა (P3)
პიქსელების სიმჭიდროვე
True Tone ტექნოლოგია

კომფორტი და სიამოვნება თვალებისათვის. MacBook Air-ი ავტომატურად არეგულირებს თეთრი ფერისა და გარემომცველი განათების ბალანსს, რომ გამოსახულება ეკრანზე უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

M1 ჩიპში ჩაშენებული გამოსახულების სიგნალის პროცესორი უზუნველყოფს ხარისხიან გამოსახულებას FaceTime ვიდეოზარებისა და ვიდეოკონფერენციებისთვის. ხოლო სამი ჩაშენებული მიკროფონის წყალობით შენი ყოველი სიტყვა გარკვევით ისმის, როცა სადმე რეკავ ან ვინმეს ტექსტს კარნახობ.

FaceTime HD კამერა


გამოსახულება ახლა კიდევ უფრო მკაფიოა. კადრის ბნელ და ნათელ მონაკვეთებში არსებული დეტალების გადმოცემა კი – უფრო ხარისხიანი. სახის ამოცნობის ფუნქცია იყენებს Neural Engine სისტემას, ავტომატურად არეგულირებს თეთრი ფერისა და ექსპოზიციის ბალანსს და ამიტომ უფრო ზუსტად გადმოსცემს კანის შეფერილობას.

3-მიკროფონიანი სისტემა


ამ კლავიატურაზე ბეჭდვა მარტივი და სასიამოვნოა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის – მისი ახალი შესაძლებლობები ნამდვილი საოცრებაა. ღილაკების წინასწარ დაპროგრამებული კომბინაციები უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას სასარგებლო ფუნქციებზე. შეცვალე კლავიატურის ენა, აირჩიე შესაფერისი ემოჯი, იპოვე დოკუმენტები Spotlight-ის გამოყენებით – ყველაფერი ერთი შეხებით. ხოლო ღილაკების ნათება და გარეგანათების სენსორი დაგეხმარება ბეჭდო უპრობლემოდ სიბნელეშიც.

მექანიზმი «მაკრატელი»

MacBook Air-ის კლავიატურა აღჭურვილია გაუმჯობესებული მექანიზმით «მაკრატელი» – ეს არის Mac-ის ნოუთბუქების ყველაზე დახვეწილი კლავიატურა.

 

ტრეკპედი Force Touch
Touch ID
MacBook Air-ის დასაბლოკად ან ბლოკის მოსახსნელად მხოლოდ ერთი შეხებაა საჭირო. გამოიყენე თითის ანაბეჭდით ავთენტიფიკაცია ფილმის საქირავებლად, აპლიკაციების შესაძენად ან დაცულ კონტენტზე წვდომის მისაღებად, მაგალითად, დოკუმენტების გასახსნელად ან მოწყობილობის პარამეტრებში შესასვლელად. პაროლის შეყვანა არ დაგჭირდება. Apple Pay-ით ონლაინგადახდისას Touch ID-ს ავტომატურად შეჰყავს შენი გადახდის დეტალები და მისამართი. შენი ბარათის მონაცემები კი არსად ზიარდება.
 

 

Wi-Fi 6

ახალი თაობის Wi-Fi კიდევ უფრო სწრაფია. და თან MacBook Air-ის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე არ მცირდება, რამდენი მოწყობილობაც არ უნდა დაუკავშირდეს ქსელს.

Thunderbolt/USB 4 პორტები

უმაღლესი გამტარუნარიანობა და ფუნქციების უნივერსალური სპექტრი. პორტ Thunderbolt-ით შეიძლება მონაცემთა გადაცემაც, დატენვაც და ვიდეოს გაშვებაც ერთი პორტიდან — MacBook Air-ს კი ორი ასეთი პორტი აქვს.

 

 

ცალკეული მოდელებისა და კონფიგურაციების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე და/ან დისტრიბუციის რეგიონზე. კონტენტისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობა გარანტირებული არ არის.

1. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა 13-დუიმიანი MacBook Pro-ს საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპითა და 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. წარმადობა ერთ ვატზე დადგინდა ცენტრალური პროცესორის უმაღლესი წარმადობის მაჩვენებლის შეფარდებით გამოყენებული ენერგიის საშუალო მაჩვენებელთან. ცდები ჩატარდა ინდუსტრიის რამდენიმე სტანდარტული ნიშნულის გამოყენებით. შედარებისთვის შეირჩა იმ დროისათვის გაყიდვაში არსებული ნოუთბუქები და სამაგიდო კომპიუტერები ყველაზე მაღალი წარმადობის ცენტრალური პროცესორებით. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Pro-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

2. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა MacBook Air-ის საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპითა და 8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორით. ასევე გამოიყენებოდა MacBook Air-ის გაყიდვაში არსებული ნიმუშები 4-ბირთვიანი 1.2 გგჰც პროცესორით Intel Core i7. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. ცდები ჩატარდა Final Cut Pro 10.5-ის საცდელი ვერსიით. გამოიყენებოდა 55-წამიანი პროექტი Apple ProRes RAW 4K ვიდეოთი, რომლის გაფართოება იყო 4096×2160 პიქსელი, ხოლო სიხშირე – 59.94 კადრი წამში. ვიდეო ტრანსკოდირდა Apple ProRes 422 ფორმატში. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Air-ის მიახლოებით შესაძლებლობებს.

3. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა MacBook Air-ის საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპითა და 8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორით. ასევე გამოიყენებოდა MacBook Air-ის გაყიდვაში არსებული ნიმუშები 4-ბირთვიანი 1.2 გგჰც პროცესორით Intel Core i7 და გრაფიკული პროცესორით Intel Iris Plus Graphics. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. ცდები ჩატარდა Final Cut Pro 10.5-ის საცდელი ვერსიით. გამოიყენებოდა 10-წამიანი პროექტი Apple ProRes 422 ვიდეოთი, რომლის გაფართოება იყო 3840×2160 პიქსელი, ხოლო სიხშირე – 30 კადრი წამში. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Air-ის მიახლოებით შესაძლებლობებს.

4. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა MacBook Air-ის საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპით, 8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორით, 8 გბ ოპერატიული მეხიერებითა და 512 გბ SSD საცავით. Apple TV-ის აპლიკაციით ფილმების გაშვების ცდებში დადგინდა ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა 1080p გაფართოების HD კონტენტის გაშვების რეჟიმში; დისფლეის სიკაშკაშის დონე იყო 8 დაწკაპუნება მინიმალური სიკაშკაშის დონიდან. ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოწყობილობის გამოყენების თავისებურებსა და კონფიგურაციაზე. მეტი ინფორმაციისათვის გაეცანით გვერდს: apple.com/batteries.

5. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა MacBook Air-ის საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპითა და 8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორით. ასევე გამოიყენებოდა MacBook Air-ის გაყიდვაში არსებული მოდელები 4-ბირთვიანი 1.2 გგჰც პროცესორით Intel Core i7. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. ცდებში გამოიყენებოდა Xcode 12.2-ისა და Create ML 2.0-ის საცდელი ვერსიები. Create ML 2.0-ში შეიქმნა მოქმედებათა კლასიფიკაციის მოდელი. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Air-ის მიახლოებით შესაძლებლობებს.

6. 1 ტბ = 1 ტრილიონ ბაიტს; ფაქტობრივი მოცულობა დაფორმატების შემდეგ ნაკლებია.

7. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა MacBook Air-ის საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპით. ასევე გამოიყენებოდა MacBook Air-ის გაყიდვაში არსებული მოდელები 4-ბირთვიანი 1.2 გგჰც პროცესორით Intel Core i7. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. გამოიყენებოდა ტესტი FIO 3.23, პარამეტრებით: მოთხოვნის მოცულობა – 1024 კბ, საცდელი ფაილის მოცულობა – 150 გბ, რიგის სიღრმე – 8-ის ტოლი. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Air-ის მიახლოებით შესაძლებლობებს.

8. დისფლეი დიაგონალურად იზომება.

9. სიჩქარე დადგენილია თეორიულ გამტარუნარიანობაზე დაყრდნობით და განსხვავდება ადგილობრივი პირობებისა და კავშირგაბმულობის კომპანიების მიხედვით.

პროდუქტის მახასიათებლები

Processor

CPU
Apple M1
CPU Core Quantity
8
Chipset
System on Chip (SoC)

Video Output

Video Memory Type
Shared Video Memory
2D/3D Features
7-core GPU
16-core Neural Engine

Networking Specifications

Wi-Fi
IEEE 802.11a
IEEE 802.11g
IEEE 802.11n Wi-Fi 4
IEEE 802.11ac Wi-Fi 5
IEEE 802.11ax Wi-Fi 6
IEEE 802.11b
Bluetooth
Bluetooth 5.0

System

System Type
Notebook
Built-in Devices
Force Touch Trackpad
Text to Speech
Closed Captions
Switch Control
Siri and Dictation
Reduce Motion
Increase Contrast
Zoom
VoiceOver
Voice Control
Touch ID
Stereo Speakers
Included Accessories
MacBook Air
USB-C Power Adapter
User Guide
Cable Included
USB-C/USB-C Charge Cable (2 m)
Keyboard Localization
Russian
English
Keyboard Features
Ambient Light Sensor
Magic Keyboard
Backlighting
Audio/Video Features
Wide stereo sound
VGA, HDMI, DVI, and Thunderbolt 2 output supported using adapters (sold separately)
Supports one external display with up to 6K resolution at 60Hz at millions of colors
Support native DisplayPort output over USB‑C
Support Thunderbolt 3 digital video output
Studio-quality three-mic array with directional beamforming
Support for Dolby Atmos playback
External Color
Space Gray
Custom Configuration
Custom
Features that Reduce Environmental Impact
Meets ENERGY STAR Requirements
100% recycled aluminum enclosure
Recyclable, majority-fiber packaging
100% recycled tin in the solder of the main logic board
35% or more recycled plastic in multiple components
All final assembly suppliers are transitioning to 100% renewable energy for Apple production
100% of virgin wood fiber comes from responsibly managed forests
Arsenic-Free Display Glass
PVC free
Mercury-Free
Beryllium-free
BFR Free
Case Features
Aluminium Case

Software

Installed Operating System
Apple macOS Big Sur
Platform Compability
Mac

Power

Power Device Location
External
Input Voltage
AC 100-240 V
Input Frequency
50/60 Hz
Power Port Quantity
1
Included Power Adapter Output Power
30 W
Power Port Connector Type
USB-C

Battery

Battery Technology
Lithium Polymer
Battery Installed Quantity
1
Battery Current Capacity
49.9 WHr

Warranty

Warranty Products Returnable
Yes
Warranty Term (month)
12 month(s)
Warranty validation Criteria
Serial Number

Logistic

Entity Code
All
Pack Length (mm)
324 mm
Pack Width (mm)
73 mm
Pack Height (mm)
231 mm
Pack Weight Brutto (kg)
2.08 kg
Pieces in pack
1
Box Weight Brutto (kg)
2.08 kg
Packs in Box
1
Package Type
Retail
EAN Code
194252056240

Audio Output

Audio Output Mode
Stereo

Dimensions&Weight Device

Depth (mm)
212.4 mm
Height (mm)
16.1 mm
Width (mm)
304.1 mm
Nominal Weight
1.29 kg

Memory

Memory Capacity
8 GB

Storage

Storage Capacity
256 GB SSD

Interface Provided

Headphones
1 (3.5-mm minijack)
Thunderbolt 3
2 (USB Type-C)

Environment

Maximum Operating Ambient Temperature
35 °C
Minimum Operating Ambient Temperature
10 °C
Maximum Non-Operating Ambient Temperature
45 °C
Minimum Non-Operating Ambient Temperature
-25 °C
Max. Relative Humidity Non-Condensing
90 %
Min. Relative Humidity Non-Condensing
0 %
Max. Altitude Operating
3048 m
Max. Altitude Storage
4572 m
Max. Altitude Shipping
10668 m

Display

Diagonal Length
13.3"
Display Type
LCD
Display Color
Color
Maximum Resolution
2560x1600
Image Aspect Ratio
16:10
Display Features
LED Backlight
Wide Color Gamut (P3)
True Tone technology
400 nits Brightness
Retina Display
Type of Matrix
IPS